მარინა ეზუგბაია : ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსის მქონე ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან მათ ცენტრში ერთი პაციენტი იმყოფება, დანარჩენები კი კოვიდის მიმღებ სხვა საავადმყოფოებში არიან მოთავსებული.

მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავდმყოფოში მყოფი კორონავირუსის მქონე ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„გუშინ დილი ვქვით, რომ 77 დადასტურებული შემთხვევა იყო, დღეს დილას არის უკვე 81. ანუ ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამ ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის ჩვენი ცენტრის პაციენტი. დანარჩენები განთავსებული არიან სხვა კლინიკებში. კოვიდს ემსახურება ჩვენი ცენტრის გარდა ექვსი სხვა ცენტრი.

მე არ ვიცი ყველა პაციენტის ისტორია, ჩვენი პაციენტის ისტორია არ ცდება იმ წყაროს, რომელიც ჩვენთან იყო დადასტურებული აქამდე. ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალო სიმძიმისაა“ ,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიაშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა
შემდეგი სტატიასამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ