მარინა ეზუგბაია : ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 28 პაციენტი რჩება, ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებული შვიდივე პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

მათ კლინიკა გუშინ დატოვეს.

ამჟამად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტი მკურნალობს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრს გუშინ ორი ახალი შემთხვევა დაემატა.

„ორივე არის შემოტანილი შემთხვევა, ერთი რუსეთიდან, მეორე – სომხეთიდან, ამ ორი ახლის მდგომარეობა რუტინული კვლევებით ჯერჯერობით საშუალო სიმძიმისაა. ვნახოთ, როგორ შეფასდება მათი მდგომაროება მომდევნო დღეებში“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკას კვლავ რჩება მძიმე პნევმონიით ერთი პაციენტი, თუმცა დინამიკაში მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.

„ჩვენ გვყავს ერთი მძიმე ავადმყოფო, რომლის მდგომარეობა უკვე მკვეთრად გაუმჯობესებულია, მაგრამ მძიმე პნევმონია გვრჩება. ამიტომ, როგორც მძიმე პაციენტს, ისე განვიხილავთ, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა ახალი პაციენტიდან ორი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია, ექვსი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო ერთის წყარო ჯერ უცნობია
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : ვარკეთილში ხანძრის შედეგად დაზარალებულების საკითხი ინდივიდუალურად განიხილება, მზად ვართ, ჩავერთოთ და შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმარებით