მარინა ეზუგბაია : ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე დაახლოებით ხუთი პირის პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დაახლოებით ხუთი პაციენტის პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია.

როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, პირველი ეტაპის კვლევა დღეს კიდევ რვა პაციენტს ჩაუტარდება.

საერთო ჯამში, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 46 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი – 69.

„გამოჯანმრთელებულები ოფიციალურად გვყავს 69, ამ ეტაპზე კოვიდ სამკურნალო დაწესებულებებში 237 პაციენტი მკურნალობს. ჩვენს ცენტრში გამოჯანმრთელებული 46-ია. გუშინ ჩატარდა კვლევები და პირველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ დაახლოებით ხუთ პაციენტზე და გაგრძელდება ამათი კვლევა. დღეს ასევე პირველ ჯერზე კვლევები ტარდება დაახლოებით 8 პაცენტზე“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშითორნიკე რიჟვაძე : მაქსიმალურად თავი შევიკავოთ გადაადგილებისგან და ამ ორ კვირას თუ მოვითმენთ, გამარჯვებულები ვიქნებით
შემდეგი სტატიამაკა სოლოღაშვილი : ჩვენს კლინიკაში მყოფი 18 წლამდე ასაკის შვიდი ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია