მარინა ეზუგბაია : ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 57 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 57 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მისივე ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ძირითადად საშუალო სიმძიმით ფასდება.

„ჩვენი ცენტრის მონაცემები ჯერჯერობით სტაბილურია, უცვლელია. გვყავს 57 დადასტურებული შემთხვევა. პრობლემური, მძიმე ავადმყოფები ამ ეტაპზე არ გვყავს. გვყავს მხოლოდ ორი მძიმე პაციენტი, რომელთაც პნევმონია აქვთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო და მსუბუქი, უმეტესი წილი საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან. გრძელდება გამოჯანმრთელების მონიტორინგი. დღეისათვის დაახლოებით შვიდი პაციენტის მონიტორინგია და ვნახოთ, დინამიკაში რა მონაცემები გვექნება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – თითოეული ჩვენი ნაბიჯი შემდგომში უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გონივრული