მარინა ეზუგბაია : ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმე

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტი მკურნალობს.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საეჭვო სიმპტომების მქონე კიდევ ერთ პაციენტს ტესტს დღეს ჩაუტარებენ.

„46 პაციენტი გვიწევს. აქედან 45 არის დადასტურებული. ერთი არის შესაძლო, ანუ საეჭვო შემთხვევა, რომლის ტესტირებაც მოხდება. ეს არის საეჭვო შემთხვევა არაკონტაქტირებიდან. პაციენტი დღეს დილით შემოვიდა ჩვენს კლინიკაში“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, ორის მდგომარეობა კვლავ მძიმე, თუმცა სტაბილურია.

„ამ 45-დან ორი კრიტიკულთან მიახლოებულო პაციენტია, რომელთა მდგომარეობა დასტაბილიზირებულია. 14 მძიმე პნევმონიით გვყავს პაციენტი . ისინი ამ ეტაპზე მართვას ექვემდებარებიან. შვიდი ბავშვი გვყავს, რომელთა დაავადება არ პროგრესირებს და მათი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება იმ პაციენტებს, რომლებთან დაკავშირებითაც უკვე არსებობს გამოჯანმრთელების მოლოდინი, ეზუგბაია აცხადებს, რომ ასეთ ოთხ-ხუთ პაციენტს ჩაუტარდება დღეს ტესტი.

„გამოჯანმრთელებაზე დაახლოებით 4-5 პაციენტზე ჩატარდება დღეს ტესტირება, ეს პირველი ეტაპია. 24 საათიანი დაყოვნების შემდეგ, განმეორებითი ტესტირება უნდა ჩატარდეს. პასუხები ალბათ ორ დღეში იქნება ცნობილი“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, თვითიზოლაციაში 140 ადამიანი იმყოფება, კარანტინში კვლავ რჩება 301 ადამიანი
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 139 ფაქტი გამოავლინა