მარინა ეზუგბაია : ინფექციურ საავადმყოფოს ერთი ახალი პაციენტი დაემატა, რომლის ინფიცირების წყაროც ცნობილია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტი მკურნალობს.

კლინიკას გუშინ უკვე დადასტურებული დიაგნოზით ერთი ახალი შემთხვევა დაემატა.

ამასთან, კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან გუშინ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ახალ პაციენტს, ეზუგბაიას განმარტებით, ინფიცირების წყარო ცნობილია და ის არსებული პაციენტის კონტაქტს წარმოადგენს.

„ჩვენთან გუშინ შემოვიდა მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა, ისიც ჩვენთან მწოლიარე პაციენტის კონტაქტია. 55 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გუშინ დაგვემატა ორი გამოჯანრმთელებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი ცენტრიდან 71 გამოჯანმრთელებული პაციენტია გასული. ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალოზე მსუბუქია, ვნახოთ დინამიკა როგორი გვექნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში სულ 361 პაციენტი მკურნალობს.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

შესაბამისად, ამჟამად საქართველოში კორონავირუსის 593 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 223 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშიმაკა სოლოღაშვილი : ბოჭორიშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი პაციენტი მკურნალობს, რომლის მდგომარეობაც სტაბილურია
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : იმედი გვაქვს, პიკის პერიოდსაც გავუმკლავდებით, კვლავ გვექნება შემთხვევების ზომიერი, კონტროლირებადი მატება