მარინა ეზუგბაია : გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე უახლოვდება სტაციონარში მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების რიცხვს, რაც ძალიან კარგია

admin
ავტ.: admin მაისი 7, 2020 11:10

მარინა ეზუგბაია : გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე უახლოვდება სტაციონარში მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების რიცხვს, რაც ძალიან კარგია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 331 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 275-ს შეადგენს.

აქედან გამომდინარე, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა სტაციონარში მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების რიცხვს უახლოვდება.

„გუშინ ჩვენ ჩვენ გვყავდა 610 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ხუთი და არის 615, ხოლო გამოჯანმრთელებული იყო 269, დაემატა ექვსი და გახდა 275. თუ ამ მონაცმებს შევაფასებთ, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 331 პაციენტი მკურნალობს.

თუ ადევნებთ თვალს ამ დღეების განმავლობაში არსებულ ციფრებს, ნახავთ, რომ უკვე გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უახლოვდება სტაციონარში მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს, რაც ძალიან კარგია. 275 გაეწერა და 331 მკურნალობს. თუა ასე გაგრძელდება ალბათ გარკვეულწილად იქნება განსხვავება კარგი და სერიოზული“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

შესაბამსიად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 615 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 პაციენტი.

admin
ავტ.: admin მაისი 7, 2020 11:10

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics