მარინა ეზუგბაია – დღეს ჩატარებული ათი ტესტიდან, კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია

„80 წელზე უფროსი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძმე. ასაკთან ერთად, მას ნერვოლოგიური დაავადება აქვს. მიუხედავად სწორი მკურნალობისა, მოსალოდნელია დაავადების გართულება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ შეიძლება გადავრჩეთ. კიდევ ორი პირის მდგომარეობა, რომლებზეც ვამბობთ, რომ შედარებით რთული პაციენტები არიან, სტაბილურია, დინამიკაში გაუარესება არ შეინიშნება. თუმცამ თითოეულ მათგანთან შესაძლოამ იყოს დაავადების გართულება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

„ჩვენ დღეს ველოდებოდით ათი პაციენტის პასუხებს. ყველა მათგანი უარყოფითია. მეორე ეტაპად შემომატებულ პაციენტებთან აღებულია 15 ტესტი. მათზე პასუხს ხვალ დილით გავიგებთ“, –  ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიანა ჯაბაური: უახლოეს მომავალში ცოტნე გამსახურდიას ევროპის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში გადაყვანა იგეგმება
შემდეგი სტატიაბათუმის პორტში ხორბლით დატვირთული ორი გემი შემოვიდა