მარინა ეზუგბაია: ცხრა პაციენტიდან ყველაზე მეტი არის თეთრიწყაროს კლასტერიდან

„ბოლო 24 საათში ცხრა ახალი შემთხვევაა დადასტურებული და ახლა არის 635 შემთხვევა. ეს არის ძირითადად ცნობილი წყაროები. ამ ცხრა პაციენტიდან ყველაზე მეტი არის თეთრიწყაროს კლასტერიდან”-აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია.

დაემატა 12 გამოჯანმრთელებული და ახლა გვყავს უკვე 309 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის მიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 316 პაციენტი მკურნალობს.

ჩვენს ცენტრში სიტუაცია უცვლელია, ახალი პაციენტი არ მიგვიღია, შესაბამისად, ამ დროისთვის გვყავს 40 კოვიდინფიცირებული, მათი მდგომარეობა ძირითადად საშუალო სიმძიმისაა, გვყავს კრიტიკულად მძიმე ერთი პაციენტი, მძიმე პნევმონიით. დღის განმავლობაში ჩატარდება ორ შესაძლო შემთხვევაზე ლაბორატორიული კვლევა და დღის ბოლოს მივიღებთ ალბათ პასუხს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიპირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, მათთან მოთავსებული ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიამარნეულში გამოკვლეული 20 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა