მარინა ეზუგბაია : ბოლო 24 საათში გამოვლენილი 11 ახალი შემთხვევიდან ცხრა ბოლნისს უკავშირდება და ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექრტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 226 პაციენტი მკურნალობს, ხოლო გამოჯანმრთელებუთა საერთო რაოდენობა 475-ს შეადგენს.

შესაბამისად, ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამ ეტაპზე მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების რიცხვს საკმაოდ აჭარბებს.

„გუშინდელი დილის მონაცემებით გვყავდა 702 დადასტურებული შემთხვევა. დაგვემატა 11 და ამჟამად არის 713 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი იყო 456. გამოჯანმრთელდა დამატებით კიდევ 19 პაციენტი და ამჟამად არის 475 გამოჯანმრთელებული. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ-ცენტრებში მკურნალობს 226 პაციენტი. სხვაობა გამოჯანმრთელებულებსა და მკურნალობაში მყოფ პაციენტებს შორის უკვე ისეთია, რომ თანაფარდობით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რიცხვი, არის 237“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ბოლო 24 საათში გამოვლენილ 11 ახალ შემთხვევას, ეზუგბაიას თქმით, ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია.

„11 ახალი შემთხვევიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ცნობილი წყაროა. თერთმეტიდან ცხრა არის ბოლნისი და ეს არის ორი სოფელი – გეტა და მუშევანის დადასტურებული შემთხვევა. ესენი არიან დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები. ორი შემთხვევა კიდევ ახალი დადასტურებულიდანაა. ეს არის თვითიზოლაციაში მყოფი ორი პაციენტი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიმაკა სოლოღაშვილი : ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთი ახალი პაციენტი მცირეწლოვანია
შემდეგი სტატიათბილისის მერის მეხუთე მოადგილე ანდრია ბასილაია იქნება