მარინა ეზუგბაია : აუცილებელია გამკაცრებულ ღონისძიებებს დავემორჩილოთ ,ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლში,

აუცილებელია გამკაცრებულ ღონისძიებებს დავემორჩილოთ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვები გამკაცრება შიდა გავრცელების ფაზის გააქტიურებას უკავშირდება.

„გარკვეულწილად, შეზღუდვები ძალიან გამკაცრდა. ამ გამკაცრებას ის იწვევს, რომ თითქოს, შიდა გავრცელება უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა. ეს რომ არ გამყარდეს და ზომიერი, კონტროლირებადი მატება შევინარჩუნოთ, აუცილებელია, ამ გამკაცრებულ ღონისძიებებს დავემორჩილოთ. ყველას გთხოვთ, რომ აუცილებლად სახლში დავრჩეთ. ეს გვეხება თითოეულ ჩვენგანს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, სამედიცინო პერსონალი მესამე თვეა, ძირითადად კლინიკებში ცხოვრობს.

„მესამე თვეა, ჩვენი დაწესებულება ასეთ მდგომარეობაში ვართ. დარჩით სახლში, რადგან მე და ჩემი თანამშრომლები მესამე თვეა, ძირითადად ვცხოვრობთ ცენტრში. ჩვენი ცხოვრების წესია მხოლოდ სამსახური და გარკვეულ პერიოდში ვისაც შეგვიძლია, სახლში წასვლა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ძალიან რთული იყოს, ვიყოთ სახლში და დავრჩეთ სახლში, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა შევასრულოთ. სახლში უნდა დავრჩეთ, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ერთმანეთს ვაჩუქოთ სიცოცხლე, ქვეყანა გადავარჩინოთ რყევებისგან და ხვალ გვქონდეს ნათელი და კარგი მომავალი. ძალიან გთხოვთ, სახლში დავრჩეთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიმაკა სოლოღაშვილიც : ბოჭორიშვილის კლინიკაში ორი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი კლინიკა „თიმის“ ექიმია
შემდეგი სტატიაზუგდიდში სააღდგომოდ სასურსათო ნობათს 5000-ზე მეტი ოჯახი მიიღებს