მარინა ეზუგბაია : ათი ახალი შემთხვევიდან, სამი შემოტანილია, ორის კონტაქტებს კი კვლავ იკვლევენ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს დადასტურებული ათი ახალი შემთხვევიდან, ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, სამი შემოტანილი შემთხვევაა, მათგან ერთი სატვირთოს მძღოლია, ორი კი – საკარანტინე სივრცეში დადასტურებული. ორი პაციენტის კონტაქტების მოკვლევა მიმდინარეობს.
ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში 26 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

“ჩვენ დღეს გვყავს 26 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული გუშინ არ გვყოლია, დაგვემატა სამი ახალი პაციენტი, ორი გახლავთ ჩვენს ცენტრში მკურნალობაზე მყოფი პაციენტების კონტაქტები, ერთის კონტაქტების დადგენა კი მიმდინარეობს”. – ამბობს ეზუგბაია.

დღეს, 20 ივლისს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 049 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 903 გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი კი – გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის 130 აქტიური შემთხვევაა.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია : ჩემი კონკურენტია ეს სისტემა და არა ნოდარ ტურძელაძის “ვაკელობა”
შემდეგი სტატიაპოლიციამ ქვემო ქართლში თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა