მარინა ეზუგბაია – „ასტრაზენეკასთან“ მიმართებით ჩვენს ცენტრში მომართვიანობა ძალიან მაღალია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაახლოებით 4500 მოქალაქე აიცრა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ ვაქცინასთან მიმართებით მომართვიანობა მაღალია.

„ვაქცინაციის პროცესი თავდაპირველად ასეთი აქტიური არ იყო, მაგრამ ეს ნაკლები აქტივობა ჩვენს ცენტთან მიმართებით არ შეინიშნებოდა. ჩვენთან პირველი დღიდან კეთდებოდა „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია. შემიძლია გითხრათ, რომ მარტო „ასტრაზენეკათი“ დაახლოებით 4500 მოქალაქე აიცრა, ანუ „ასტრაზენეკასთან“ მიმართებით ჩვენს ცენტრში მომართვიანობა ძალიან მაღალია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან.

„ინფიცირებულთა მატება შეინიშნება, პიკი როდის იქნება ვერ გეტყვით, მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენი მოქალაქეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან და გარკვეულწილად დაიცავენ იმ რეკომენდაციებს, რაც აუცილებელია, რომ ეს პიკი რაც შეიძლება მალე დავწიოთ და არ გვქონდეს ისეთი მაღალი, რომელსაც წესით და კანონით ველოდებით. ისევ ვსაუბრობთ შეზღუდვებთან დაკავშირებით წესების დაცვაზე და რეგულაციებს შესრულებაზე, აუცილებელია პირბადის ტარება, დისტანცირება და ხელების ჰიგიენა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ზახაშვილი – საქართველოში „ინდური შტამი“ არ დაფიქსირებულა
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა