მარინა ეზუგბაია : არ უნდა მოვდუნდეთ, შეძენილი უნარ-ჩვევები გამოვიყენოთ და დაავადებისგან თავი დავიცვათ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღასთან დაკავშირებით საუბარი ახალა არ დაწყებულა და ყველამ უნდა ისწავლოს კოვიდთთან ერთად ცხოვრება, თავის დაცვა და შესაბამისად, სხვა ადამიანების მოფრთხილება.

„რაც იქნება იმას უნდა შევებრძოლოთ. ლაპარაკი არის, რომ იქნება მეორე ტალღა. ეს ახლა არ უთქვამს არავის, ამაზე საუბარია, რომ კოვიდთთან ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ, უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ თავი მუდმივ რეჟიმში, არ უნდა მოვდუნდეთ, შეძენილი უნარ-ჩვევები შევინახოთ და საჭიროების შემთხვევაში, გავაძლიეროთ, თითოეულმა ჩვენგანმა ვეცადოთ, დავიცვათ თავი ამ დაავადებისგან, რომ გვერდზე მდგომი ყველა დავიცვათ. თუ პირველ ეტაპზე მზად ვართ, მეორე ეტაპზეც მზად უნდა ვიყოთ“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ერთი საბურთალოს უკავშირდება, ორი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ბევრი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების ქალაქში, ვაიმე, ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, რეალურად, ენერგიით სავსე ადამიანი ყოველთვის შეძლებს, საქმე აკეთოს