მარინა ეზუგბაია : ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ მიგვიღია – კვლავ ორი მძიმე პაციენტი გვყავს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელების 24 შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი შემთხვევა ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.

„დღეს მხოლოდ 1 დადასტურებული შემთხვევა დაემატა და ინფიცირების 702 შემთხვევა გვყავს, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გაიზარდა 24-ით და 456-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 234 პაციენტი მკურნალობს. უკვე სხვაობა კარგად გაიზარდა და გამოჯანმრთელებულები 210-ით აჭარბებს. ერთი ახალი შემთხვევა ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. ჩვენთან 30 კოვიდდადასტურებული მკურნალობს, მდგომარეობა არ შეცლილა, კვლავ 2 მძიმე პაციენტი გვყავს, მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა არ გაუარესებულა ამ დღეების განმავლობაში, სტაბილურია და უმნიშვნელო გაუმჯობესება შეინიშნება. ახალი პაციენტი არ მიგვიღია, გამოჯანმრთელებული 24-დან 1 ჩვენია და სხვა სიტუაცია უცვლელია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, მარინა ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, თვითშეზღუდვები დაიტოვონ და მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში გავიდნენ გარეთ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯიშკარიანი: გაგრის «დინამოდან» თბილისის და კიევის «დინამოში»
შემდეგი სტატიათიბისი ბიზნესებისთვის გადახდების ახალ პლატფორმას ქმნის