მარინა ეზუგბაია : ახალი ინფიცირებულებიდან ერთ-ერთი მარნეულის კლასტერს უკავშირდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთ-ერთი მარნეულის კლასტერს უკავშირდება.

ექიმის თქმით, დანარჩენები კი რეგიონებიდან არიან.

“რაც შეეხება ახალ ინფიცირებულებს, ერთი ჩვენი პაციენტია და ეს არის მარნეულის კლასტერი. დანარჩენი როგორც ჩემთვის ცნობილია არის რეგიონებიდან. თბილისში 2 თუ 3 შემთხვევაა. უმეტესი არის ქობულეთის კლასტერი, თუმცა იმერეთიცაა”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 266 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულია 67 ადამიანი, სამი კი ვირუსს ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშისოფელ გომში,ხიდისურის უბანში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია: ორი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ მძიმეა