მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსის 152 შემთხვევის გამოვლენა არის ძალიან აქტიური კვლევების შედეგი

კორონავირუსის 152 შემთხვევის გამოვლენა ეს არის ძალიან აქტიური კვლევების შემდეგ, ეს არის ზუსტად იმის საწინდარი, რომ ყველა გამოვლენილი შემთხვევა და მათი იზოლაცია გავრცელების პრევენციის საფუძველია, -ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ორი-სამი დღე დინამიკაში შემთხვევების მატება თუ არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩატარებული სამუშაოები არის ეფექტური.

„დღეს არის 152 შემთხვევა, ყოველ შემთხვევაში, გუშინდელ მონაცემზე მეტი არ არის. ეს მიმანიშნებელია, რომ სიტუაციის სტაბილიზაციაა. 152 შემთხვევის გამოვლენა ეს არის ძალიან აქტიური კვლევების ჩატარების შემდეგ. ეს არის ზუსტად იმის საწინდარი, რომ გარკვეულწილად, ყველა გამოვლენილი შემთხვევა და მათი იზოლაცია, გავრცელების პრევენციის საფუძველია.

ჩავთვალო, რომ ეს ორი-სამი დღე დინამიკაში მატება თუ არ გვექნება და ამ მაჩვენებელს შევინარჩუნებთ, ნელ-ნელა, როგორც დღეს, ნაკლები იყო გუშინდელზე, ასე გაგრძელდება, ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩატარებული სამუშაოები მყისიერი თანაზომადი, არის ეფექტური. ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეულწილად, გავრცელების პრევენციას მოვახერხებთ ყველა გამოვლენილის იზოლაციით“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშისოფელ ხურვალეთის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა სამუშაოები განაახლეს
შემდეგი სტატიაზუგდიდში გამოკვლეული 70 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა