მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ 16 სექტემბრის მონაცემებით, დღეში 11 125 „პისიარ“ ტესტი ჩატარდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ საქართველოში დღიურად ჩატარებულ კორონავირუსის ტესტების რაოდენობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

ეზუგბაიას თქმით, დღეში 1506 არის სწრაფი ტესტების რაოდენობა, რომლებიც ძირითადად სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს უტარდებათ, ხოლო 16 სექტემბრის მონაცემებით, დღეში 11 125 პისიარ ტესტი ჩატარდა.

„ჩვენ წინა გამოსვლებში ვთქვით, რომ უნდა განგვესაზღვრა, რამდენი იყო „პისიარ“ ტესტების რაოდენობა. 1506, რომელიც მე წინა დღეებში გამოვაცხადე, გახლავთ დღეში სწრაფი ტესტების რაოდენობა, რომელსაც ძირითადად უტარებენ სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს, ხოლო „პისიარ“ ტესტების რაოდენობა 16 აგვისტოს შემდეგ მზარდია, დღეში იყო დაახლოებით, 7 000 და 16 სექტემბრის მონაცემებით, ჩატარებული გახლდათ 11 125 „პისიარ“ ტესტი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 126 აჭარას, 16 იმერეთს, 15 კი თბილისს უკავშირდება
შემდეგი სტატიაკიშინიოვის ქუჩაზე სპორტული სივრცისა და სკვერის მოწყობა მიმდინარეობს