მარინა ეზუგბაია : აჭარაში ეპიდვითარება სერიოზულია, რეგიონი უკვე წითელი ზონაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, აჭარა უკვე წითელი ზონაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება სერიოზულია.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შესრულებასა და აღსრულებაზე კონტროლი გაძლიერდეს, ასევე მოხდეს ტესტირების გაფართოება.

“აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა. იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია, რაც ნიშნავს, რომ აჭარის რეგიონი უკვე წითელი ზონაა. ამიტომ იქ ალბათ დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი. ეს ნიშნავს რეკომენდაციების შესრულებაზე და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების ალბათ გაძლიერება და ტესტირების უფრო მეტად გაფართოება. ამ ეტაპზე ჩაკეტვაზე საუბარი არ არის. დანარჩენი გამოჩნდება როგორი მატება იქნება”. – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 45 ახალი შემთხვევიდან 23 შემთხვევა აჭარას უკავშირდება, ახალი შემთხვევებიდან 3 ინფიცირებული დონას კლასტერია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 1729 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1321 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიმზიურის პარკში ღონისძიება „აფხაზეთი ფერებში“-გაიმართა
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : ჯერჯერობით ინფიცირების შემთხვევების მატება გვაქვს, მეორე ტალღაზე საუბარი არ არის