მარინა ეზუგბაია: 236 დადასტურებული შემთხვევიდან სამი არის შემოტანილი, ორი სომხეთიდან და ერთი თურქეთიდან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 233 დადასტურებული შემთხვევაა, საქართველოს სამ მოქალაქეს კი, ვირუსი საზღვარგარეთ დაუდასტურდა.

მისივე განმარტებით, პირველად მოხდა, როდესაც საქართველოში უცხო ქვეყნიდან შემოვიდა „კოვიდის 19“-ის დადასტურებული შემთხვევები.

„ 236 დადასტურებული შემთხვევიდან სამი არის შემოტანილი, ორი სომხეთიდან და ერთი თურქეთიდან. ეს ნიშნავს, რომ იქ დადასტურდა და დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა ჩვენთან. აქედან გამომდინარე, ეს დადასტურებული სამი შემთხვევა ცალკე შემთხვევებად გამოდის. გვემატება ჩვენ სამკურნალო დაწესებულებებში როგორც რაოდენობა, მაგრამ თვითონ აღრიცხვა, ჯანდცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ცალკე უნდა განვიხილოთ.

შესაბამისად, ამ 236-დან სამი თუ ცალკეა, გამოდის, რომ ჩვენ გუშინ დღე-ღამის განმავლობაში ორი ახალი შემთხვევა შეგვემატა, რომელიც საქართველოშია დადასტურებული. ე.ი. 233 არის ჩვენთან დადასტურებული შემთხვევა და სამი არის შემოტანილი. სამივე საქართველოს მოქალაქეა. შეგვიძლია, ჯამურად განვიხილოთ, როგორც სამკურნალოდ დადასტურებული შემთხვევა, მაგრამ ეს ყოველთვის ცალკე იქნება გამოყოფილი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

banner
წინა სტატიაშისვიმონ ჯანგულაშვილი: რატომ არ ილოცებენ ისინი, რომ ერთ წამში ალაგდეს ვირუსი და არ დაიღუპონ ადამიანები?
შემდეგი სტატიაგერმანიაში კერძო კომპანიების მიერ შეკერილი 10 ცალი პირბადე 120 ევრო ღირს