მარინა ეზუგბაია: 19 პაციენტს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და ყველაზე უარყოფითი პასუხი მიიღეს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 19 პაციენტს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და ყველაზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში 44 პაციენტი რჩება.

„გუშინ 19 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა და კვლავ 19 პაციენტთან პასუხი უარყოფითი იყო. ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 44 პაციენტი. ამ 19 პაციენტის მიღებული პასუხებიდან ხდება შეფასება საკარანტინო სივრცეში მათი გადაყვანის შესახებ და ეს პროცესი გაგრძელდება. გარდა ამისა, შემოვიდა შვიდი ახალი პაციენტი, რომელთანაც მოხდება ტესტის აღება კორონავირუსზე და დღის მეორე ნახევარში მათი მდგომარეობაც იქნება ცნობილი.

დილის მონაცემებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. იმ პაციენტის, რომელიც შედარებით მძიმედ იყო, მდგომარეობა სტაბილურია. ტემპერატურა აღარ აცილებია 37.7-ს. უნდა ველოდოთ მისი მდგომარეობის თანდათანობით გაუმჯობესებას. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა რჩება უცვლელი. სულ გვიწევს შვიდი პნევმონიით, ერთი იყო მძიმე, მეორე საშუალო სიმძიმის, დანარჩენის მდგომარეობა იყო მსუბუქი და პნევმონიის მიმდინარეობაც იყო მსუბუქი. ჯერჯერობთ, არც ერთთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. მდგომარეობა სტაბილურია და თანდათანობით მოხდება ამ პაციენტების კვლევა, დიაგნოსტირებიდან მე-14 დღეს და მიღებული პასუხებიდან გამომდინარე, გაგრძელდება მათი კვლევა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე : შეიქმნას ინტერპარტიული საბჭო, შეიკრიბოს ყველა ოპოზიციური პარტია
შემდეგი სტატიაწყალტუბოს სანატორიუმში კარანტინში 84 ადამიანი იმყოფება