მარინა ეზუგბაია – 11 ახალი ინფიცირებულიდან ორის წყარო ბოლნისს უკავშირდება, ცხრა კი, უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 30, 2020 11:37

მარინა ეზუგბაია – 11 ახალი ინფიცირებულიდან ორის წყარო ბოლნისს უკავშირდება, ცხრა კი, უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია

მნიშვნელოვანი

  • მარინა ეზუგბაია - 11 ახალი ინფიცირებულიდან ორის წყარო ბოლნისს უკავშირდება, ცხრა კი, უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია

სხვა სტატიები

საქართველოში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო ბოლნისს უკავშირდება, ცხრა კი, უკვე დადასტურებულ შემთხვევის კონტაქტია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდებობა ბოლო 24 საათში 11-ით გაიზარდა, იყო 746 და ახლა არის 757 დადასტურებული შემთხვევა. ასევე 24-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა – 576-დან 600-მდე. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 145 პაციენტი მკურნალობს

„11 დადასტურებული შემთხვევიდან ორი არის ბოლნისის ცნობილი წყარო, დანარჩენი ცხრა არის უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულები, ყველა ცნობილია. გრძელდება კვლევა თუ არსებობს ამ წყაროში კიდევ ინფიცირებულები. ახალი კლასტერი არ არის, ცნობილი წყაროა. დადასტურებული პაციენტების კვლევა გრძელდება. კონტაქტირებულების კვლევა ტარდება კონტაქტის პირველი დღიდან დაახლოებით 14 დღის განმავლობაში. დაავადების გამოვლენის პერიოდი არის ერთიდან 14 დღემდე. ეს პაციენტები გამოკვლეული იყვნენ მე-13, მე-14 დღეს“, – განაცხადა ეზუგბაიამ და აღნიშნა, რომ ისინი ბინაზე, იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 30, 2020 11:37

Google სტატისტიკა


4,431
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics