მარინა ეზუგბაია​ : გამოჯანმრთელებულებს და ინფიცირებულებს შორის სხვაობა 100-ზე მეტია

admin
ავტ.: admin მაისი 13, 2020 11:13

მარინა ეზუგბაია​ : გამოჯანმრთელებულებს და ინფიცირებულებს შორის სხვაობა 100-ზე მეტია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 647 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 372-ია. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების და გარდაცვლილების რაოდენობის გამოკლებით ამ ეტაპზე კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რიცხვი 264-ია.

“უკვე საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, გამოჯანმრთელებულებს და ინფიცირებულებს შორის 100-ზე მეტი სხვაობაა,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათში დაფიქსირებული 8 ახალი შემთხვევიდან 4 პაციენტი საკარანტინო სივრციდანაა და 11 მაისს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებს წარმოადგენენ. დანარჩენი 4 პაციენტიდან 2 ასევე საკარანტინო სივრციდანაა სხვა შემთხვევის კონტაქტი და თითო-თითო ბოლნისიდან და თეთრიწყაროდან. ახალი შემთხვევებიდან ინფექციური საავადმყოფოში 2 პაციენტი შევიდა.

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის 34 პაციენტი, აქედან 33 არის დადასტურებული, ხოლო ერთი შესაძლო შემთხვევა, რომლის გამოკვლევაც ისევ მიმდინარეობს. 33 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა უკვე მესამე დღეა მისი მდგომარეობა დასტაბილურებულია. ეზუგბაიას თქმით, თუ რამდენიმე დღე სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდა, შესაძლებელი იქნება კარგ პროგნოზზეც საუბარი. 3 მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ისინი ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმის პაციენტებად მოიაზრებიან.

გამოჯანმრთელებულთა შორის 6 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი იყო. ექვსივე მოზარდია და მათ კლინიკა უკვე დატოვეს. ამ ეტაპზე საავადმყოფოში 1 მოზარდი რჩება.

admin
ავტ.: admin მაისი 13, 2020 11:13

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics