მარინა ენდელაძე: ვითარება პრაქტიკულად საგანგაშოა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძის თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია საგანგაშოა.

„უკვე პრაქტიკულად საგანგაშოა. უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და მივიღოთ, რომ ყველანაირად დავიცვათ რეგულაციები. ძალიან სერიოზულია“,-განაცხადა ენდელაძემ.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა – 233 ადამიანი.

NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 9 888 PCR ტესტირება ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 471 თბილისში, 343 აჭარაში, 211 კი იმერეთში დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ არავის მივცეთ შესაძლებლობა, ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას