მარინა ენდელაძე : სტაბილიზაციისკენ მივდივართ და მოხდება პროცესის შეკავება

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულების მატება ფიქსირდება, თუმცა ვარაუდობს, რომ პროცესის შეკავება მოხერხდება.

“ჩვენ ვხედავთ, რომ არის მატება, მაგრამ არ არის მნიშვნელოვანი მატება და ვფიქრობ, სტაბილიზაციისკენ მივდივართ და მოხდება პროცესის შეკავება,” – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 148 ადამიანი.

ამასთან, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 3-ით გაიზარდა და 31-ს შეადგენს

სულ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 5552 შემთხვევაა დადასტურებული.​

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან აჭარაში 175, იმერეთში 38, თბილისში კი, 32 გამოვლინდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსით 2 პაციენტი აჭარაში, ერთი კი – თბილისში გარდაიცვალა