მარინა ენდელაძე : სიფრთხილე გვმართებს, იქნებ როგორმე თბილისი ინფიცირების ბევრ შემთხვევას გადაურჩეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, წინა დღეებთან შედარებით, თბილისში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია.

შემთხვევების რაოდენობიდან გამომდინარე, როგორც ენდელაძემ აღნიშნა, სიფრთხილის დაცვა აუცილებელია.

„ყველაზე მთავარია, კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა თბილისში. რა თქმა უნდა, ყველა რეგიონს ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ მოსახლეობის სიმჭიდროვის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებითაც, რომ ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება ძირითადად აქ იმართება, დიდი სიფრთხილე გვმართებს. იქნებ როგორმე თბილისი გადაურჩეს ასეთ ძლიერ დატვირთვას და ბევრი ინფიცირებული პაციენტის გამოვლენას“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი.

ამასთან, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 348 აჭარაში, 99 კი თბილისში გამოვლინდა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან სამი ფოთში გამოვლინდა, ინფიცირებულები ექთნები არიან
შემდეგი სტატიაკორონავირუსით სამი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა