მარინა ენდელაძე : მინდა, დავამშვიდო მოსახლეობა, რომ ჯანდაცვის სისტემა გამართულად მუშაობს და პაციენტების მართვას შევძლებთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო.

თუმცა, ენდელაძე მოსახლეობას ამშვიდებს, რომ ჯანდაცვის სისტემა გამართულად მუშაობს და პაციენტების მართვა შესაძლებელი იქნება.

„შემთხვევების მატებას ჩვენ ველოდებოდით, ამდენი კოვიდინფიცირებულის კონტაქტების მოძიების შემდეგ, რა თქმა უნდა, მოემატებოდა, მაგრამ სისტემა გამართულია. მინდა, დავამშვიდო მოსახლეობა,უკვე მიმდინაროებს სერიოზული მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით და ყველანაირად შევძლებთ პაციენტების მართვას“, – აღნიშნა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 164 აჭარას, 34 თბილისს, 22 კი იმერეთს უკავშირდება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : დისციპლინით და წესების დაცვით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით, ხელი უნდა შევუშალოთ გავრცელებას და ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება