მარინა ენდელაძე : კოვიდინფიცირებული პაციენტების გაზრდილ რაოდენობას ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება, ქვეყანაში შესაბამისი რესურსი არსებობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების შემდეგ ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა კოვიდინფიცირებული პაციენტების გაზრდილ რაოდენობას უმკლავდება.

„აღარ არის ის ეტაპი, როცა პირბადის გამოყენება მხოლოდ სოციუმებში იყო რეკომენდებული, პირბადით უკვე ქუჩაშიც უნდა ვიაროთ. შესაძლოა, ახლო კონტაქტი მოგვიწიოს ინფიცირებულთან, ამდენად, რეგულაციების დაცვა აუცილებელია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ვხედავთ, ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება პაციენტების გაზრდილ რაოდენობას. ბევრ პაციენტთან მაქვს შეხება და უკმაყოფილო ინფიცირებული არ გვყოლია. ჯერჯერობით არის რესურსი და ალბათ, იქნება კიდეც, რომ ინფექციას გავუმკლავდეთ. სერიოზული კოორდინირებული მუშაობა მიმდონარეობს. სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგები ამ საქმეში ჩართული არიან“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ამასთან, როგორც მარინა ენდელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მისი ინფორმაციით, სასუნთქი აპარატების რაოდენობა საკმარისია და ამ მხრივ პრობლემები არ არსებობს.

„მაქვს ინფორმაცია, ყველა სტაციონარში დაემატა სასუნთქი აპარატები და ვფიქრობ, ამ საკითხზე პროპლემები არ იქნება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში ქათმის ფერმა აშენდა
შემდეგი სტატიასამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 11 ზუგდიდში, ათი კი სენაკში დაფიქსირდა