მარინა ენდელაძე : კორონავირუსით სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი ბევრ ინფიცირებულ პაციენტთან არის დაკავშირებული

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი ექვსი პაციენტიდან სამი გარდაიცვალა აჭარაში, ორი თბილისში, ერთი კი საჩხერეში.

ენდელაძის თქმით, კორონავირუსით სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი ბევრ ინფიცირებულ პაციენტთან არის დაკავშირებული.

„გარდაცვლილია ექვსი პაციენტი და კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 91-ს შეადგენს. ექვსიდან სამი გარდაიცვალა აჭარაში, ორი თბილისში, ერთი კი საჩხერეში. კრიტიკულად მძიმე და მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტების მდგომარეობა ზოგადად, შეიძლება, დამძიმდეს. სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი დაკავშირებულია ბევრ პაციენტთან.

პირველის სექტემბრისთვის 1 510 შემთხვევა იყო და თვე-ნახევარი არ არის გასული, უკვე ძალიან ბევრია. ამდენად, იზრდება შესაბამისად კრიტიკულად მძიმეთა რაოდენობაც. ლეტალობა დაახლოებით 0.6 პროცენტია, არ არის მაღალი და ამ მხრივ კარგი მაჩვენებელი გვაქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 196 აჭარაში, 178 თბილისში, 65 კი იმერეთში დაფიქსირდა
შემდეგი სტატიააჭარაში შემზღუდველი ღონისძიებები ძალაში რჩება