მარინა ენდელაძე : კორონავირუსით გარდაცვლილ ექვს პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა დღეს ქვეყანაში 72-ს შეადგენს.

როგორც მარინა ენდელაძემ აღნიშნა, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.

„ამჟამად გარდაცვლილების საერთო რაოდენობა არის 72. გუშინ გარდაიცვალა ექვსი პაციენტი. ერთი არის გორში, 58 წლის ქალბატონი თანხმლები დაავადებებით. ბათუმში არის 68 წლის პაციენტი, იქაც იყო თანხმლები დაავადებები, ქობულეთში არის ორი 55 და 61 წლის ქალბატონები, ქუთაისში 81 წლის ქალბატონი. ყველა ამ პაციენტს ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები და ორმხრივი მძიმე პნევმონია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

banner
წინა სტატიაშიუნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგების დასახლებისკენ მიმავალ მგზავრებს მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება
შემდეგი სტატიადღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდება