მარინა ენდელაძე : კორონავირუსის შემთხვევების მატება სერიოზულია, ნიღაბი, დისტანცია ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატება სერიოზულია და ეპიდვითარებას გაფრთხილება სჭირდება.

ენდელაძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რეგულაციები დაიცვან და პირბადის ტარება ცხოვრების წესად აქციონ.

„შემთხვევების მატება სერიოზულია. საჭიროა ჩვენი ყურადღებით ყოფნა, ცხოვრების წესად უნდა გავიხადოთ ნიღაბი, დისტანცია, ხელების დაბანა და ამ რეგულაციების შესრულება. იცით, წერტილოვანი ღონისძიებები ტარდება. უნდა მივხვდეთ, რომ აუცილებელია იმ რეგულაციების დაცვა, რასაც გვეუბნებიან“, – განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 278, გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიმარინა ენდელაძე : ყველა პაციენტი, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზება, თავსდება ჰოსპიტალში, არსებობს საკმარისი საწოლები
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიცია ”კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებს