მარინა ენდელაძე : ყველაზე საშიში ამჟამად არის თბილისი და როგორმე უნდა მოვახერხოთ რეგულაციების სრულყოფილად დაცვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ თბილისში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა რეგულაციების დაუცველობის გამო გაიზარდა.

მარინა ენდელაძე მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„ეს გამოიწვია რეგულაციების დაუცველობამ და გაუფრთხილებლობამ. ჩვენ ყოველდღე ვამბობთ, რომ რეგულაციების დაცვა აუცილებელია, ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ თბილისს, მოსახლეობის სიმჭიდროვის, რაოდენობის გათვალისწინებით, ამჟამად ყველაზე უფრო საშიში არის თბილისი და რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ რეგულაციების სრულყოფილად დაცვა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა კიდევ 313 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 5 866​-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ ღანირში ტყემლის ბაღები გაშენდა
შემდეგი სტატიაუნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგების დასახლებისკენ მიმავალ მგზავრებს მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება