მარინა ენდელაძე : დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 342 აჭარიდანაა, 227 თბილისიდან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 16 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 887 შემთხვევიდან

დღეისათვის ყველაზე მეტი ისევ აჭარაშია- 342 შემთხვევა დაფიქსირდა, თბილისში – 277, იმერეთში 198, სამეგრელო-ზემო სვანეთში 22, გურია 11, შიდა ქართლი 12, ქვემო ქართლი 3, მცეთა-მთიანეთი 10, კახეთში 7, სამცხე-ჯავახეთში 3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი – 2, – თქვა მარინა ენდელაძემ.

ენდელაძის თქმით, კრიტიკულად მძიმეა 70-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა.

შეგახსენებთ, რომ გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელა 246 ადამიანი, ხოლო 11 კი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

კორონავირუსით ინფიცირებულია – 14440
გამოჯანმრთელებულია – 7367
მათ შორის გარდაცვლილია – 113
კარანტინის რეჟიმში რჩება – 5792
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1042
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 29 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 246 ადამიანი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიათუ ვინმეს არ აწყობს მოსახლეობის მისვლა, არჩევნებზე ეს არის „ქართული ოცნება“ – ბადრი ჯაფარიძე