მარინა დარახველიძე – სასწრაფოს გამოძახება შემცირდა, ხოლო ამბულატორიებში მიმართვიანობა გაიზარდა

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახებათა რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თბილისში ეს მაჩვენებელი დღეში 550-მდეა.

„მუდმივად ვაკვირდებით ვითარებას სტაციონარებში. ასევე, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახებების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. რეგიონებში 6 იანვარს დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ახლა დღეში დაახლოებით 600-მდეა შემცირებული, თბილისში იგივე მაჩვენებელი 550-მდეა. გაზრდილია ამბულატორიებში მიმართვიანობა. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა სწორი მიმართულებით მიდის და დაავადების პირველივე სიმპტომებზე მიმართავს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას“, – განაცხადა მარინა დარახველიძემ.

რაც შეეხება ვაქცინებს, მისი თქმით, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები, შეკვეთილია 3 000 დოზა ვაქცინა და ის უახლოეს დღეებში იქნება ხელმისაწვდომი.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შემდეგი სტატიასუიციდის შემთხვევა თბილისში-19 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა