საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარინ ლე პენისთვის დაწესებული სასჯელი იყოფა ორ ნაწილად – ორი წელი „მკაცრი“ სასჯელი, რომელიც შეიძლება მოიხადოს ელექტრონული სამაჯურით (შინაპატიმრობით) და ორი წელი პირობითი სასჯელი.
ამასთან, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება ხუთი წლით აეკრძალა, რაც კითხვის ქვეშ აყენებს მონაწილეობას 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე სასანართლომ დამნაშავედ ცნო.
მარინ ლე პენსა და მისი პარტიის 24 წევრს, პარტიის ოფიციალურ პირებს, თანამშრომლებს, ყოფილ დეპუტატებსა და საპარლამენტო ასისტენტებს ბრალი ედებოდათ ევროპარლამენტში მუშაობისთვის გამოყოფილი თანხების გამოყენებაში იმ თანამშრომლების დასაფინანსებლად, რომლებიც მათი პარტიისთვის მუშაობდნენ. ლე პენი და სხვა ბრალდებულები ამტკიცებენ, რომ თანხების გამოყენების მეთოდი კანონიერი იყო.