მარინ ლე პენმა თავისი საპრეზიდენტო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

მემარჯვენე რადიკალური ნაციონალური ფრონტის ლიდერმა მარინ ლე პენმა თავისი საპრეზიენტო კამპანიის დაწყების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. პირველივე გამოსვლაზე ის გლობალიზაციის და ისლამური ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ გამოვიდა.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართება. მოქმედმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, რომელიც ქვეყანაში უკიდურესად არაპოპულარულია, გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.
წინასწარი გამოკითხვების შედეგად, ლე პენმა, შესაძლებელია პირველ ტურში გაიმარჯვოს, მაგრამ მეორე ტურში, სავარაუდოდ, დამარცხდება – ავრცელებს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიპოლიცია: ინგლისის სუინდონში კვირაში 30 ბორდელი იხსნება
შემდეგი სტატიაკათოლიკური ეკლესია ფილიპინების პრეზიდენტს ღარიბების წინააღმდეგ ტერორში სდებს ბრალს