მარინ ლე პენის პრესკონფერენციიდან ძალით გაიყვანეს ქალი, რომელმაც ლე პენისა და პუტინის გამოსახულებიანი პლაკატი გაშალა (ვიდეო)

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის პრესკონფერენციაზე ინციდენტი მოხდა.

პრესკონფერენციის მიმდინარეობისას დარბაზში მყოფმა ახალგაზრდა ქალმა გულის ფორმის პლაკატი გაშალა, ვლადიმერ პუტინისა და მარინ ლე პენის გამოსახულებებით.

სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, ქალი დარბაზიდან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ძალით გაიყვანეს. ამის შემდეგ, დარბაზი კიდევ რამდენიმე ადამიანმა დატოვა. თავად მარინ ლე პენმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს პროვოკატორები უწოდა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა 2021 წლის საქმიანობის შესახებ ორი საპარლამენტო კომიტეტის ანგარიში მოისმინა
შემდეგი სტატიაჩეხეთმა კიევში საელჩო გახსნა