მარინ ლე პენის განცხადებით, „ეროვნული გაერთიანება“ უმრავლესობის მოპოვების გარეშე მთავრობის ფორმირებას არ შეეცდება

მარინ ლე პენს გაასამართლებენ..

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი აცხადებს, რომ პატივს სცემს ჯორდან ბარდელას როლს, თუ ის პრემიერ-მინისტრი გახდება და მას არ სურს თავად იყოს მთავრობის ნაწილი.

კითხვაზე, შეეცდება თუ არა „ეროვნული გაერთიანება“ მთავრობის ფორმირებას, თუ ის არ მიიღებს უმრავლესობას ეროვნულ ასამბლეაში, ლე პენმა უპასუხა:

„ცხადია, ჩვენ ვერ მივიღებთ მთავრობაში წასვლას, თუ ვერ ვიმოქმედებთ, ჩვენ გვსურს ვმართოთ“, – აღნიშნა „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა.

ლე პენმა ასევე განაცხადა, რომ ის მთავრობაში არ იქნება და არც ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი გახდება.

„მე ვიქნები დეპუტატთა ჯგუფის სათავეში“, – განაცხადა ლე პენმა.

banner
წინა სტატიაშივიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა
შემდეგი სტატიასაქართველოს შსს-ს თანამშრომლები უეფა-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარებაში მონაწილეობდნენ