მარინ ლე პენის განცხადებით, არჩევნებზე მისი პარტიის წარმატების შემთხვევაში, არჩეული პრემიერ-მინისტრი კიევს არ მისცემს უფლებას, ფრანგული შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს

მარინ ლე პენის განცხადებით, 7 ივლისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად, თუ მისი პარტია წარმატებას მიაღწევს, მაშინ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებას არა მაკრონი, არამედ პრემიერ-მინისტრი მიიღებს. აღნიშნული განცხადება მან ტელეკომპანია „სიენენის“ ჟურნალისტთან, კრისტიან ამანპურთან ინტერვიუს დროს გააკეთა.

ლტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ნომინალურმა ლიდერის თქმით, მისი პარტიის რიგებიდან არჩეული პრემიერ-მინისტრი კიევს არ მისცემს უფლებას, გამოიყენოს ფრანგული შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე და ასევე ხელს შეუშლის პრეზიდენტ მაკრონის განზრახვას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრანგი ჯარისკაცები გააგზავნოს.

„ემანუელ მაკრონს თუ სურს უკრაინაში სამხედრო ძალების გაგზავნა და პრემიერ-მინისტრი ამის წინააღმდეგია, მაშინ უკრაინაში სამხედროები არ იქნებიან. საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი იღებს“, – აღნიშნა მარინ ლე პენმა.

მისივე თქმით, მისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს უკრაინაში მიმდინარე ომში საფრანგეთის „თანამონაწილედ გადაქცევა“.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად საქართველოს დაცულობისა და უსაფრთხოების დონე მნიშვნელოვნად გაუარესდა
შემდეგი სტატიასაარჩევნო ადმინისტრაციამ დღეიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო