საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, მარინ ლე პენმა დაადასტურა ინიციატივა უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული გეგმა მანამდე ტელეკომპანია BFMTV-ის ეთერში პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, ლუი ალიომ გააჟღერა.
„ჯანდაცვის სისტემა, განათლების სისტემა, მთელი ეკონომიკა — ყველაფერი გამოფიტვის პირასაა, ფულს კი მაინც პოულობენ, რათა იარაღის დაფინანსება გააგრძელონ… მაგრამ ვინ იხდის ამ ყველაფრის საფასურს?“ — განაცხადა ალიომ ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში უკრაინის დახმარების „ონკანის გადაკეტვა“.


















