მარინ ლე პენი საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ქვეყანაში არსებული ვითარება „ნდობისა და ავტორიტეტის ღრმა კრიზისად“ შეაფასა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ლე პენმა განაცხადა, რომ შექმნილი მდგომარეობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, ხოლო მოქმედი ხელისუფლება პროცესების მართვას ვეღარ უზრუნველყოფს.
„ჩვენ ნდობისა და ავტორიტეტის ღრმა კრიზისს განვიცდით, რაც დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. ეს ვითარება საგანგაშოა: ჩვენი ქვეყანა ძალადობასა და უმოქმედობას შორის არის მოქცეული, შეიძლება ითქვას, მძევლადაც კი იქცა“, — აღნიშნა მარინ ლე პენმა.
მისივე შეფასებით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ხელისუფლება სრულიად გამოფიტულია და საკუთარი მნიშვნელობის ხაზგასმის გარდა, რეალური ნაბიჯების გადადგმა არ შეუძლია.
















