მარინ ლე პენი: ევროკავშირი დაინგრევა

2ფრანგული “ნაციონალური ფრონტის” ლიდერი მარინ ლე პენი თვლის, რომ ევროკავშირი დაინგრევა – ასეთი აზრი გამოთქვა მან RT-სთან ინტერვიუში.
“მიზეზი ადვილია: ორივე საყრდენი, რაზეც ის დგას- ევრო და შენგენი, უკვე ინგრევა” – აღნიშნა პოლიტიკოსმა.
“ევრო წვრილ ნაწილებად იმსხვრევა და ისინი დროს წელავენ, რომ ეს სტრუქტურა შეინარჩუნონ, რაც მილიარდები ჯდება, მაგრამ ევროკავშირი გავს მკვდარი ვარსკვლავის სხივს”- განაცხადა ლე პენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ის მუქარები და შანტაჟი, რასაც მუდმივად იღებს ევროკავშირი, პირველ ყოვლისა დიდი სისუსტის დამადასტურებელია – თვლის პოლიტიკოსი.

banner
წინა სტატიაშიეგვიპტის საგარეო უწყებამ კარპატოსზე თვითმფრინავის ნაწილების პოვნის შესახებ განაცხადა
შემდეგი სტატია“ისმალური სახელმწიფოს” ბოევიკებმა 25 ადამიანი აზოტმჟავათი სავსე ქვაბში ჩასვეს