მარინ ლე პენი – აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერება იმსახურებს დაგმობას, ეს ძალიან სასტიკი ნაბიჯია უკრაინელი ჯარისკაცებისთვის

აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერებას საფრანგეთის ოპოზიციური პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ფაქტობრივი ლიდერი, მარინ ლე პენი გმობს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, მარინ ლე პენი ცვლის ტონს შეერთებული შტატებისა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ.

„ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილების სისასტიკე იმსახურებს დაგმობას. ეს ძალიან სასტიკი ნაბიჯია უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც თავიანთი ქვეყნის პატრიოტული თავდაცვით არიან დაკავებული“, – განაცხადა ფრანგმა პოლიტიკოსმა.

4 მარტს ამერიკული მედიისთვის ცნობილი გახდა ტრამპის ბრძანება, რომ შეაჩეროს უკრაინაში ყველა სამხედრო დახმარება, ვიდრე არ დაინახავს, რომ უკრაინის ხელისუფლება აჩვენებს კეთილ ნებას მშვიდობისკენ.

banner
წინა სტატიაშიდენის შმიგალი – უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს მინერალების შესახებ შეთანხმებას, რომელიც აშშ-ს მისცემს წვდომას დედამიწის იშვიათი მინერალების დეპოზიტებზე
შემდეგი სტატიაგანახლებული ციფრული ბარათები საქართველოს ბანკის მობილბანკში