მარინ ლე პენი: არცერთი ფრანგი ჯარისკაცი არ გაიგზავნება საფრანგეთიდან ფრონტის ხაზზე

საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ საპარლამენტო ჯგუფის ლიდერი მარინ ლე პენი საფრანგეთის არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ფრანგი ხალხი სუვერენული საგარეო პოლიტიკისკენ მიილტვის.

„როდესაც ასეთ საჩვენებელ და პროვოკაციულ „ტვიტს“ აკეთებ, ეს შეიძლება, ჩაითვალოს ინტერვენციას ფორმად“, – განაცხადა ლე პენმა.

ამავდროულად, ლე პენმა გაიმეორა, რომ თუ პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას მოიპოვებს, უკრაინის მხარდაჭერას შეინარჩუნებს და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არცერთი ფრანგი ჯარისკაცი არ გაიგზავნება საფრანგეთიდან ფრონტის ხაზზე.

banner
წინა სტატიაშიმედიის ინფორმაციით, ვიქტორ ორბანი ხვალ მოსკოვში ჩავა
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი – ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას არ აქვს მანდატი, ევროკავშირის სახელით ჰქონდეს ჩართულობა რუსეთთან