მარიხუანას საქმე შესაძლოა „ქართული ოცნებისთვის“ საბედისწერო აღმოჩნდეს-მეუფე იაკობის ულტიმატუმი ხელისუფლებას

ღია დაპირისპირება ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის – ქადაგებაში ბოდბის მონასტრის ამბიონიდან წმინდა სინოდის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა წევრმა ხელისუფლება პირდაპირ გააფრთხილა, რომ მარიხუანას საქმე შესაძლოა „ქართული ოცნებისთვის“ საბედისწერო აღმოჩნდეს.

პატრიარქის ქორეპისკოპოსის სამიზნე დღეს მხოლოდ მმართველი პარტია არ ყოფილა. „კანაფის დედოფალი“-ასე მოიხსენიებს მეუფე იაკობი სახელისუფლებო პარტიის რჩეულ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს. ქორეპისკოპოსმა მარიხუანას პლანტაციების გაშენების იდეის მხარდამჭერები “მანქურთებად” მოიხსენია, მმართველ გუნდს ულტიმატუმი წაუყენა და ამბიონიდან გააფრთხილა, რომ თუ ეკლესიის ნების წინააღდეგ წავლენ ფართომასშტაბიან დემონსტრაციებს მიიღებენ.

მეუფე იაკობის ქადაგების პერსონალური ადრესატი შს მინისტრი გიორგი გახარია იყო.

მეუფე იაკობის განცხადებით, მის მიერ ბოდბის მონასტრის ამბიონიდან გაკეთებული გზავნილები არა მისი პირადი, არამედ ქართული ეკლესიის პოზიციაა. მის მწვავე ქადაგებას კი წინ უძღოდა ორი დღის წინ, საპატრიარქოში გამართული საგანგებო თათბირი, რომელსაც ყველა გავლენიანი მღვდელმთავარი დაესწრო.

banner
წინა სტატიაში,,წამხდარი” და ,,გაუკუღმართებული” აზროვნება- მეუფე პეტრე მთავრობისა და სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიარეკეტი სახელმწიფოს სახელით – ტელეკომპანია “იბერიასთან” დაკავშირებით სკანდალური ჩანაწერები ვრცელდება