,,მარიხუანამ, რა თქმა უნდა, საქართველოს უდიდესი ზიანი მოუტანა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს ზიანი სარგებლად გადავაქციოთ”

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 13, 2018 15:48

,,მარიხუანამ, რა თქმა უნდა, საქართველოს უდიდესი ზიანი მოუტანა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს ზიანი სარგებლად გადავაქციოთ”

მნიშვნელოვანი

  • კანაფმა, მარიხუანამ, რა თქმა უნდა, საქართველოს უდიდესი ზიანი მოუტანა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს ზიანი სარგებლად გადავაქციოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც პარლამენტს განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება.

სხვა სტატიები

კანაფმა, მარიხუანამ, რა თქმა უნდა, საქართველოს უდიდესი ზიანი მოუტანა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს ზიანი სარგებლად გადავაქციოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც პარლამენტს განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება.

„არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ შეიძლება კანაფისაგან ადამიანებისთვის სარგებლის მომტანი მედიკამენტების წარმოება და ამ მედიკამენტების გაყიდვით მიღებული შემოსავლის გამოყენება ზიანის თავიდან აცილებასა და შემსუბუქებაში. მედიკამენტების გაყიდვისგან შემოსული ფული უნდა მივმართოთ სწორედ რეაბილიტაციაზე, პრევენციაზე, მასობრივი სპორტის განვითარებასა და განათლებაზე. ჩვენი პრინციპია, რომ ზიანი გადავაქციოთ სარგებლად საზოგადოებისთვის“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საქართველოში მარიხუანას წარმოების დაწყების შემთხვევაში, ადგილი არ ექნება მის არალეგალურ გადინებას.

მისივე თქმით, კანონით მკაფიოდ დარეგულირდება მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხები.

„ქვეყნისთვის მისაღები სარგებელი იქნება ძალიან დიდი. აქ საუბარია მხოლოდ მედიკამენტებისა და კოსმეტიკური საშუალებების ბაზარზე. არანაირ სხვა ბაზარზე აქ საუბარი არ არის და არ განიხილება ნედლი კანაფის გატანის საკითხი“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 13, 2018 15:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics