მარიკაშვილი: მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენება უკანონოა, გავასაჩივრებთ

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის, ივერი მელაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ედუარდ მარიკაშვილის განმარტებით, იმ მიზნების მიღწევა, რითიც ბრალდების მხარე ასაბუთებდა ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადაყენების აუცილებლობას, სხვა გზებითაც მიიღწეოდა, მათ შორის, მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების დროებით ჩამოშორებით.

“ეს ცალსახად უკანონო გადაწყვეტილებაა, ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ. იმ მიზნების მიღწევა, რომელიც თითქოს ჰქონდა ბრალდების მხარეს, რომ გავლენა არ მოეხდინა დასაქმებულთა ჩვენებებზე, შეიძლებოდა გადაყენების გარეშეც მიეღწიათ, მათ შორის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებით. ამის გაკეთების საშუალება ჰქონდა თვითონ სასამართლოსაც, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება უფრო დასჯას ემსახურება”. – თქვა ედუარდ მარიკაშვილმა.

 

 

banner
წინა სტატიაშიივერი მელაშვილი: “ბრალდებები თავიდან ბოლომდე აბსურდულია! უსაზიზღრესი ბრალდებაა!
შემდეგი სტატია„ადამიანები, რომლებიც შეზღუდვებს გვიწერესებენ, შავ ჯიპებში სხედან და ჩვენი პრობლემები არ ესმით“ – მოძრაობამ „ხალხისთვის“ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცია გამართეს