მარიკაშვილი მაუწყებლობის შესახებ კანონზე: “განგაშის ზარია შემოსაკვრელი!

“განგაშის ზარია შემოსაკვრელი! სიძულვილის ენის სახელმწიფო რეგულირებას, უხამსობის რეგულირება დაამატეს და ასე მიიღეს ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში”, – ამის შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

განგაშის ზარია შემოსაკვრელი!

სიძულვილის ენის სახელმწიფო რეგულირებას, უცებ უხამსობის რეგულირება დაამატეს და პირველი მოსმენით ესე მიიღეს ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში. უხამსობის რეგულირების საკითხი ინიცირებულ ვერსიაში არ იყო, პირველი მოსმენით მიღების წინ ჩაემატა.

დიდი საფრთხეა ეს მედიის თავისუფლებისთვის!, – წერს მარიკაშვილი.

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, 79 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო. ცნობილია, რომ “ოცნება” ამ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხს გულისხმობს. 

კანონპროექტის მიხედვით, ასეთ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.

მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრებათ ჯარიმა – ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა იზრდება.

როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ამბობენ, ეს ცვლილება მორიგი მცდელობაა, ხელისუფლეებამ კრიტიკული მედიის ფუნქციონირება შეზღუდოს

banner
წინა სტატიაშივიოლა ფონ კრამონი – დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო მდგრადი აღმოჩნდა, ვიდრე ოლიგარქი, ვულოცავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა