18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

მარიკა არევაძე: 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

გუშინ, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, _ ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა და ადვოკატმა, მარიკა არევაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 9 აპრილის მემორიალთან დააკავეს მამაკაცი, რომელიც აქტივისტების ინფორმაციით, ცდილობდა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მიტანილი ყვავილები ტერიტორიიდან გაეტანა.

banner
წინა სტატიაშივლადიკავკაზში, პიროტექნიკის საწყობში აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიასინოდის რამდენი წევრი მსჯელობდა პატრიარქის დაკრძალვის ადგილზე- რას ამბობს მეუფე იაკობი