მარიანა ჩოლოიანი კლინიკაში რჩება – რა სჭირს გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე ბრალდსებულს

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის სამედიცინო გამოკვლევა დღეს გაგრძელდება.

„25 თებერვალს, 22:33 სთ-ზე ბრალდებული მ.ჩ. N5 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანეს მუცლის არეში ტკივილის მიზეზით. კლინიკაში ბრალდებულს გაუკეთდა სისხლის საერთო ანალიზი, ასევე მუცლის ღრუს რენტგენოლოგიური გამოკვლევა და მუცლის ღრუს ექოსკოპია. 26 თებერვალს დაგეგმილია მისთვის მუცლის ღრუს კტ გამოკვლევის ჩატარება“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის ლუკა სირაძის საქმის არსებითი განხილვა იწყება.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისში მოპედის ქურდობისთვის 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავეს